Monday, July 10, 2017

მე-9 დღე


        ჩემი  პროექტის  პორთფოლიო- "ბუნებრივი მოვლენები"

 ამ კურსის მეშვეობით მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები.მოსწავლეები იკვლევენ და იძიებენ ინფორმაციას,თვითონ აკეთებენ ცოდნის რეგულაციებს.აქრიუტად იყენებენ ტექნოლოგიებს.მასწავლებელს აქვს ფალსილიტატორის როლი.

მე-9 დღე

ჩემი პორექტის პორტფოლიო - "ბუნებრივი მოვლენები"

Saturday, July 8, 2017

მე-8 დღე


        განვიხილეთ საკვანძო შეკითხვები,ერთმანეთს გავუზიარეთ და შევაჯერეთ ეს საკვანძო შეკითხვები,როგორ უნდა გაგვეწერა ეს შეკითხვები პროცედურებში,პროექტის რომელ ეტაპზე იყო საჭირო მისი დასმა.
       ვიუვერში გავეცანით ფალსილიტაციის ნიმუშებს,რომელ ეტაპზე რა ნიმუში   უნდა შეადგინოს მასწავლებელმა,შევქმენი ჩემი პროექტის ფალსილიტაციის ნიმუში,რომელიც მეხმარება ჩემი მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში და პროექტის მსვლელობაში.პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.

Friday, July 7, 2017

მე-7 დღე


         მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა რამდენიმე თვალსაზრისით.რომ არის სამი ტიპის დიფერენცირებული მიდგომა: ნიჭიერი,არაქართულენოვანი და სპეცსაჭიროების.ამ სამივე ტიპის მოსწავლეს ვრთავ პროექტში  და პროექტებით სწავლების წიგნმა მასწავლა,როგორ და რა ტიპის მიდგომები განვახორციელო სამოვე ტიპის მოსწავლეებთან პროექტის მსვლელობისას.
         მოსწავლის თვითრეგულაციისა და დამოუკიდებლობის სწავლებისათვის გავეცანი ვიუვერში მოცემულ ნიმუშებს და მოვახდინე ადაპტირება ჩემი პროექტის შესაბამისად.

Thursday, July 6, 2017

მე-6 დღე


          ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები,რამდენიმე თვალსაზრისით. მკაფიოდ გაწერილი ფორმები რუბრიკით ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები.ასევე მოსწავლეებს პროექტის განხორციელების დროს გამოვაყენებინებ რუბრიკებს,რომ ერთმანეთს შეუფასონ ნამუშევრები.
           ჩვენ ვიუვერში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკას,მოვახდინე ადაპტირება და მოვარგე და შევქმენი ჩემი პროექტის მოსწავლის სავარაუდო პროექტის რუბრიკა.პროექტის მსვლელობისას მივაწოდებ და პრეზენტაციას შექმნის ამ რუბრიკის მიხედვით.

Friday, June 30, 2017

მეხუთე დღე

პორექტის პრეზენტაცია

ვისწავლე ინტერნეტის გამოყენება ჩემი პროექტების ხელშესაწყობად.
ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა მოძიებულ მასალაზე,რომ მოსწავლეებსაც ვასწავლოთ აუცილებლად.ჩემს პორთფოლიში შევინახე დოკუმენტი,რომელშიც აუცილებლად დავიცავ საავტორო უფლებებს.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელშიდაც აუცილებლად გავითვალისწინებ მოსწავლის უნარებს და შესაძლებლობებს.

Monday, June 26, 2017

მე-4 დღე

       ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
       გავეცანი შეფასების  ხუთ სტრატეგიას,რომლის მიხედვითაც ვაფასებ ჩემ მიერ დაგეგმილ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს. ეს ხუთი სტრატეგიაა:
მოსწავლეთა წინარე ცოდნა.
თვითრეგულირება და თამამშრომლობა.
პროგრესის მონიტორინგი.
გაგების შემოწმება.
გაგებისა და უნარების დემონსტრირება.
       ასევე გავეცანი  განმავითარებელი შეფასებების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია.


Sunday, June 25, 2017

მე-3 დღე

     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტები დამეხმარა რომ ჩემი პროექტი მოვარგო ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ჩემს მოსწავლეებს და მე დაგვეხმარება პროექტის სიღრმისეულ წვდომაში.

Sunday, June 18, 2017

მე-2 დღე

   ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე,სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ვგეგმავთ პროექტის ისეთ სასწავლო აქტივობებს,რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული.ასევე მასწავლა ჩემი  პროექტის დაწყებამდე დაანონსება  სამიზნე ჯგუფისთვის.
    ჩემი როლია მოვიფიქრო ისეთი აქტივობები,რომ მოსწავლე ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტში იყოს მკვლევარი,მაძიებელი და გამოიყენოს ისტი.

1-ლი დღე

განვიხილეთ 8 მოდული,რომელიც დაგვეხმარება პროექტების შექმნასა და განხორციელებაში.
ფალების შექმნა და შენახვა.
პროექტული სწავლების რაობა.